გუნდები, რომლებშიც არგენტინელი დიდვარსკვლავი ლიონელ მესი თამაშობდა კარიერის განმავლობაში, ჯგუფიდან ყველა 33-ვე შემთხვევაში გავიდნენ შემდგომ ეტაპზე. კლუბებისა და ეროვნული ნაკრების გათვალისწინებით, გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.
23-24 ივნისის ღამეს, ამერიკულმა „ინტერ მაიამიმ,“ რომელშიც მესი თამაშობს, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 რაუნდის მატჩში ბრაზილიურ „პალმეირასთან“ მატჩი ფრედ (2:2) დაასრულა და, ამგვარად, ჯგუფური ეტაპი გადალახა.
ტურნირის მერვედფინალში 29 ივნისს, „მაიამი“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.