ფეხბურთი

13:42 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯულიანო სიმეონე „ატლეტიკოსა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩზე მსაჯების მუშაობით აღშფოთებულია

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა ჯულიანო სიმეონემ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის „ბოტაფოგოსთან“ მატჩის შემდეგ, მსაჯების მუშაობაზე ისაუბრა. სიმეონეს თქმით, ორი სამართლიანი პენალტი არ დაინიშნა მადრიდელების სასარგებლოდ.

„ასეთი რამ არასდროს მინახავს. თამაშის დროს მეტოქემ ორჯერ დაარღვია წესები საკუთარ საჯარიმოში. ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილებები კი არ ყოფილა“, - ციტირებს ჯულიანო სიმეონეს სიტყვებს ფრანგული ონლაინ გამოცემა RMC Sport.

„ატლეტიკომ“ ექვსი ქულა დააგროვა, პირადი შეხვედრების დამატებითი მაჩვენებლის მიხედვით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირის გამოეთიშა. მეორე ადგილზე გასულმა „ბოტაფოგომაც“ იგივე რაოდენობის ქულა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092831