თამაშგარე

15:36 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლიტანომ მეორედ იქორწინა

ნეაპოლელი მატეო პოლიტანო მეორედ დაქორწინდა. მას შემდეგ, რაც მატეომ გააუქმა უიღბლო ქორწინება სილვია დე ვინჩენცოსთან, უმალ სასიყვარულო ურთიერთბა გააჩაღა ყოფილ მოდელ ალესანდრა ესოზიტოსთან და ამ ამბავს თავიდანვე ეტყობოდა, რომ საბოლოო ჯამში საქმეში კათლიკე მღვდელი ჩაერეოდა.

2023 წლიდან მოყოლებული (ანუ მას შემდეგ, რაც მატეო და ალესანდრა ერთმანეთს შეხვდნენ და დიდისა ტრფიალებითა შეერწყნენ) ფაქტობრივად არ ყოფილა „ნაპოლის“ მატჩები, რომელიც ალესანდრას გამოეტოვებინო. ხოლო როცა პოლიტანოს გოლი გაჰქონდა, ყველა ეს გოლი სწორედ მის საცოლეს ეძღვებოდა.

ალესანდრას, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ნეაპოლში, აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი. ნამეტანი უყვარს საზოგადოებაში ტრიალი და მოგზაურობა, რაც ასე ძალიან კარგად ჩანს ინტერნეტში მის მიე გაზიარებული ფოტოებიდან.

0.096877