ფეხბურთი

16:15 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილით სერია B-ს კლუბი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე ზაფხულს გუნდს შეიცვლის.

ლუკამ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, რომელიც სერია C-ში გავარდა, შესაბამისად, სალერნოელთა რიგებში მისი დარჩენა გამორიცხულია. ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ეს გუნდი სერია A-ში აღზევდა და ძალიან მცირე შანსია, რომ კლუბმა ქართველი მცველის შენარჩუნება გადაწყვიტოს.

როგორც იტალიური მედია წერს, ლუკას ერთი მსურველი სერია B-ში უკვე გამოუჩნდა - „აველინო“, კლუბი, რომელიც სერია B-ში ახლახან აღზევდა და კონკურენტუნარიანი შემადგენლობის ჩამოყალიბებას ცდილობს.

კლუბის სპორტული დირექტორის მარიო აიელოს სიაში ლოჩოშვილიცაა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ლუკა ლოჩოშვილმა სეზონის მეორე ნახევარში „სალერნიტანას“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა. „კრემონეზეს“ კი, 2022 წელს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. ლოჩოშვილს საქართველოს ნაკრებში 23 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091481