ფეხბურთი

20:46 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატში იმუშავებს

შოთა არველაძე თურქული „ქასიმპაშას“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას BeIN Sports-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას ერთწლიან კონტრაქტზე მიაღწიეს, რომელსაც არველაძე 25 ივნისს გააფორმებს. ის სტამბოლში ოჯახთან ერთად ხვალ იქნება.

შოთა არველაძე „ქასიმპაშას“ კარგად იცნობს, რომელსაც 2012-2015 წლებში ედგა სათავეში. ზოგადად, თურქეთში, სადაც 1993-1997 წლებში თამაშობდა, მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან ასევე იყო „ქაისერისპორის“, „ტრაბზონსპორისა“ და „კარაგუმრუკის“ თავკაცი, სადაც ბოლოს მუშაობდა, 2024 წელს.

არველაძეს სამწვრთნელო კარიერაში თელ ავივის „მაკაბიში“, „ფახთაქორსა“ და „ჰალ სიტიშიც" უმუშავია. "ქასიმპაშა" თურქეთის სუპერლიგის ბინადარია და გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094748