ჩოგბურთი

21:20 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეშია

მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ვარვარა პელჩენკო დაამარცხა.

მეტოქე ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მარიამმა ორ სეტში გაიმარჯვა - 7:5, 6:4. ორივე სეტი დაძაბული გამოდგა, ამიტომაც, შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ბოლქვაძემ 12 ვინერსი შეასრულა და 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 23 ვინერსი და 32 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მარიამ ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში 25 ივნისს, შვეიცარიელ სელინ ნაეფს დაუპირისპირდება.

0.099553