„ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელად 37 წლის ოლ ვერნერი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვერნერი 2021-2025 წლებში ბრემენის „ვერდერში“ მუშაობდა, სადაც სახელი გაითქვა, ხოლო მანამდე სამწვრთნელო კარიერა „ჰოლშტაინ კილში“ დაიწყო.
„ლაიფციგმა“ ბუნდესლიგის გასული სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც მისთვის წარუმატებელი შედეგი იყო.