ფეხბურთი

23:07 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავით კერესელიძე შესაძლოა პორტუგალიურ გუნდში გადავიდეს

გორის „დილას“ მეკარე დავით კერესელიძე შესაძლოა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ „ესტრელაში“ გადავიდეს.

JFtransfers-ის ცნობით, პორტუგალიურ კლუბს ჟოაო კოშტა ტოვებს, რომლის შემცვლელად 25 წლის ქართველ მეკარეს განიხილავს და ოფიციალურ შეთავაზებას ტრანსფერზე წარადგენს.

დავით კერესელიძე „დილაში“ 2024 წლიდან თამაშობს და ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. მანამდე ის „ცხინვალში“, „გაგრასა“ და „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165224