ფეხბურთი

0:41 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ანსუ ფატი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. ესპანელი შემტევის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.

ფატი „მონაკოს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. ამ კვირაში ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აღსანიშნავია, რომ „თავადებში“ გადასვლამდე ანსუ „ბარსასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ამის შემდეგ იჯარით კლუბს დატოვებს.

ანსუ ფატი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, რომლის რიგებში 123 მატჩში 29 გოლი გაიტანა. მას ერთი სეზონი იჯარით „ბრაიტონში“ აქვს გატარებული (27 მატჩი, 4 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087596