მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო ტურში ლისაბონის „ბენფიკამ“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-13 წუთზე ანდრეას შიელდერუპმა გაიტანა. „ბაიერნს“ დიდი დრო ჰქონდა გასათანაბრებლად და ბევრჯერ ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.
შედეგად, „ბენფიკა“ 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, „ბაიერნი“ 6 ქულით - მეორეზე. „ბოკა ხუნიორსი“ და „ოკლენდ სიტი“ მუნდიალს გამოეთიშნენ. "ოკლენდმა", რომელმაც პირველი ორი მატჩი 0:10 და 0:6 წააგო, "ბოკასთან" ისტორული ქულა მოიპოვა - 1:1.
მერვედფინალში „ბაიერნის“ მეტოქე ბრაზილიური „ფლამენგო“ იქნება, ხოლო „ბენფიკას“ მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა („ჩელსი“ ან „ესპერანსი“).