„სანტოსმა“ ნეიმართან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ბრაზილიელი ვარსკვლავი მშობლიურ კლუბში მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე დარჩება. კონტრაქტში ასევეა პუნქტი, რომლის თანახმად, კონტრაქტის განახლება მისი ამოწურვის შემდეგაც იქნება შესაძლებელი.
ნეიმარი „სანტოსს“ რამდენიმე თვის წინ დაუბრუნდა და 12 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.