ფეხბურთი

2:10 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძით საუდის არაბეთშიც დაინტერესდნენ

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის მომავალი ჯერ გაურკვეველია. დიდი შანსია, რომ 21 წლის ფეხბურთელმა ტოსკანური გუნდი დატოვოს.

საბას მოსალოდნელ ტრანსფერზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ინტერესი საუდის არაბეთიდანაც არსებობს, მაგრამ გუნდის სახელი არ გაუჟღერებია.

„საბა გოგლიჩიძეს შეუძლია „ემპოლი“ დატოვოს, განსაკუთრებით სერია B-ში გავარდნის შემდეგ. ქართველი ცენტრალური მცველი ზამთრის პერიოდში „რომასთან“ ახლოს იყო, მაგრამ შემდეგ გარიგება არ შედგა. ახლა, 21 წლის ფეხბურთელის (რომლის კონტრაქტიც სამ წელიწადში იწურება) მიმართ სერია A-ში, თუნდაც „პარმასგან“ ნელი ინტერესები არსებობს, თუმცა საუდის არაბეთიდან მნიშვნელოვანი საუბრები შედგა და რომელიც შესაძლოა, უფრო კონკრეტულად იქცეს“, - წერს პედულა საკუთარ ვებგვერდზე.

ემპოლი“ მზადაა გოგლიჩიძე 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164238