მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელი სტადიონი გაირკვა.
შეხვედრა, რომელიც 14 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ქოჯაელის პროვინციაში, „ილდიზ ენტეგრე სთედიუმზე“ გაიმართება, რომელიც თითქმის 35 000 გულშემატკივარს იტევს. ის „ქოჯაელისპორის“ საშინაო არენაა.
თურქეთი-საქართველოს მატჩი მეოთხე ტურის ეგიდით შედგება. მანამდე, ეს გუნდები 4 სექტემბერს, თბილისში შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრებს სწორედ სექტემბერში ელოდება მომდევნო ორი მატჩი და ორივე შინ: 4 სექტემბერს თურქეთთან და 7 სექტემბერს - ბულგარეთთან.