ფეხბურთი

11:08 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფლამენგო" და "ჩელსი" მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებენ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის D-ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, სადაც მერვედფინალის საგზური ბრაზილიურმა "ფლამენგომ" პირველი ადგილით, ხოლო ლონდონის "ჩელსიმ" მეორე ადგილით მოიპოვეს.

ფლამენგო" ბოლო ტურში ბოლო ადგილოსან "ლოს ანჯელეს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბრაზილურ კლუბს ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაესრულებინა.

რაც შეეხება "ჩელსის", მარესკას შეგირდებს ბოლო ტურში "ესპერანსის" დამარცხება მართებდათ, რათა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოეპოვებინათ.დავალებას თავი ლონდონელებმა მარტივად გაართვეს, შეხვედრა მათი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლო ჯამში მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მერვედფინალში "ფლამენგოს" მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება, ხოლო ლონდონის "ჩელსი" ლისაბონის ბენფიკას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101817