ფეხბურთი

12:21 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს

23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მოისწრაფიშვილმა ფოთის "კოლხეთი" დატოვა და კარიერას სლოვაკურ ტრნავის "სპარტაკში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მან "სპარტაკთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.

გიორგი მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში უთამაშია: "თელავში", ბელგიურ "ბევერენში" და უკრაინულ "კოლოს კავალივკაში".

მოისწრაფიშვილი "კოლხეთის" რიგებს იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.15922