ფეხბურთი

13:15 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე პრემიერლიგის და სერია A-ს კლუბებს დაუკავშირეს

"ლიონი", რომლის რიგებში გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ფინანსური დარღვევების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ შანსი იმისა, რომ განაჩენი შეიცვალოს, არცთუ დიდია.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სხვადასხვა უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ გიორგი მიქაუტაძის შესახებ და ქართველი ფეხბურთელი როგორც ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ასევე სერია A-ს წარმომადგენელს დაუკავშირეს.

გავრცელებული ცნობებით, ქართველი ფეხბურთელით "ვულვერჰემპტონი", "ვესტ ჰემი" და "რომა" არიან დაინტერესებულნი. გიორგი მიქაუტაძე მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბში ითამაშებს, თუ "ლიონის" განაჩენი არ შეიცვლება და გამოცემები ვარაუდობენ, რომ ქართველის მსურველთა რიცხვი უფრო გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "ლიონში" გასულ ზაფხულს გადავიდა, მან 2024-2025 წლების სეზონში 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087397