კატალონიის "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბი საშინაო არენაზე ბრუნდება და პირველ მატჩს 10 აგვისტოს ჟოან გამპერის თასზე ჩაატარებს.
მოგეხსენებათ, რომ "კამპ ნოუს" 2023 წლიდან რეკონსტრუქცია უტარდება და დასრულების შემდეგ სტადიონი დაახლოვებით 90 000 ათას გულშემატკივარს დაიტევს.
როგორც "ბარსელონას" განცხადებაშია ნათქვამი, კლუბი ლა ლიგის პირველ სამ შეხვედრას მაინც სტუმრად ჩაატარებს. რეკონსტრუქციის სრულად დამთავრებამდე "კამპ ნოუზე" მხოლოდ 55-60 ათასი გულშემატკივარი იქნება დაშვებული.