ფეხბურთი

17:47 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე სამ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს

გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებით ინგლისური კლუბებია დაინტერესებული, მათ შორის, პრემიერლიგის ახალწვეულები - „ბარნლი“ და „სანდერლენდი“.

„ბარნლი“ ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ „შავ კატებსაც“ შეუძლიათ ტრანსფერის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილება. გარდა ამისა, ინტერესი არსებობს ჩემპიონშიფის ბინადარ „ბირმინგემ სიტისგანაც“.

ქართველის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი გირვანქა სტერლინგია, ხოლო მისი ხელფასის გადახდის პრობლემა პრემიერლიგის კლუბებს არ ექნებათ. თავის მხრივ, ჩაკვეტაძე მზადაა ყველა შეთავაზება განიხილოს, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერლიგაზე უარის თქმა რთული იქნება.

გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც გასულ სეზონში 41 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161181