ფეხბურთი

19:10 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა სერია A-ში ბრუნდება

ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა სავარაუდოდ, კარიერას „კომოში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, 32 წლის ფეხბურთელი იტალიურ გუნდს შეუერთდება. მორატა ჯერ კიდევ „მილანის“ საკუთრებაშია, რომლის გეგმებში ის არ შედის.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ალვარომ იჯარით „გალათასარაიში“ გაატარა, სადაც 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მორატას „რეალში“, „იუვენტუსში“, „ჩელსისა“ და „ატლეტიკოში“ აქვს ნათამაშები. აღსანიშნავია, რომ „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი მისი ყოფილი თანაგუნდელია („ჩელსი“ და ესპანეთის ნაკრები).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092172