ფეხბურთი

19:50 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: "36 წლის ასკაში თუ 90 წუთი დავრბივარ, მაშინ, ეს სხვებმაც უნდა შეძლონ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი თომას მიულერი გამოეხმაურა აშშ-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე რთულ კლიმატში თამაშის საკითხს.

როგორც მან თქვა, თუ ის ახერხებს სიცხეში 90 წუთი სირბილს, სხვებმაც უნდა მოახერხონ:

„თუ მე, თითქმის 36 წლის ასაკში ვახერხებ 90 წუთის განმავლობაში სირბილს, გამოდის, რომ ეს ყველამ უნდა შეძლოს. ალიბი არ არსებობს“, - აღნიშნა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.096003