ჩოგბურთი

20:15 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის მესამე წრეშია, ბოლქვაძე დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში ითამაშებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე ეტაპზე ჰონგკონგოელი ჩაკ ლამ ვონი დაძაბულ ბრძოლაში, 7:6, 7:6 დაამარცხა.

ორივე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა და ორივე შემთხვევაში ნიკოლოზი მეტოქეზე უფრო ზუსტი იყო (7:1, 7:3). ბასილაშვილმა 2 ეისი, 6 ორმაგი შეცდომა, 31 ვინერსი და 22 უნებლიე შეცდომა მიითვალა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში არგენტინელ ხუან პაბლო ფიცოვიჩს შეხვდება. მატჩი 27 ივნისს გაიმართება.

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპს მეორე წრეში გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე, რომელიც შვეიცარიელ ნესიფ ნაეფთან პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. მარიამმა მეტოქეს მხოლოდ ორ გეიმში აჯობა და 1:6, 1:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098125