ფეხბურთი

20:50 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კანადელ ფორვარდს იმატებს

ტურინის „იუვენტუსი“ კანადელი ფორვარდის, ჯონათან დევიდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

იტალიურ გრანდს 25 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს, რომელსაც სეზონში 6 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს გადაუხდის. კანადელმა „ლილთან“ კონტრაქტი არ განაახლა და თავისუფალი აგენტია, თუმცა „იუვეს“ ჯერ შეთანხმება არ აქვს ფეხბურთელის აგენტებთან საკომისიოსთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხზე მოუწევს „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას მუშაობა და შემდეგ ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

ჯონათან დევიდი „ლილში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 232 მატჩში 109 გოლი გაიტანა. მანამდე ის ბელგიაში, „გენტის“ რიგებში გამოდიოდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.077192