ვლადიმერ მამუჩაშვილმა ტირასპოლის „შერიფი“ დატოვა და კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია მოლდოვური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
„შერიფმა“ 27 წლის ნახევარმცველს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებასთან ერთად იღბალი უსურვა.
მამუჩაშვილი „შერიფს“ გასული წლის აგვისტოში „დინამო ბათუმიდან“ შეუერთდა და მოლდოვის თასი მოიგო, ხოლო 24 შეხვედრაში 10 გოლით და 6 საგოლე პასით გამოირჩა. მათ შორის, ბოლო მატჩში „შერიფის“ მაისურით დუბლიც შეასრულა.
ვლადიმერ მამუჩაშვილს საქართველოში „იბერიასა“ და „დინამო ბათუმის“ რიგებში აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით დღემდე 12-ჯერ ითამაშა.