კრიშტიანუ რონალდუ კარიერას ისევ „ალ-ნასრში“ გააგრძელებს. მხარეებმა შეთანხმებას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად მიაღწიეს.
ახლა ისღაა გასარკვევი, პორტუგალიელი ახალ კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს თუ 2027 წლამდე.
რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლის დასაწყისიდან თამაშობს და 105 მატჩში 93 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 15-ჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა. 40 წლის ფეხბურთელს გაისად მუნდიალზე თამაში სურს, გარდა ამისა, კარიერაში 1000 გოლისკენ მიიწევს, მიზნამდე კი, 62 გოლი რჩება.