„სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის ფასი დააწესეს, რომლის სანაცვლოდაც ქართველ ფეხბურთელს შეელევიან.
როგორც ფრანგული მედია წერს, „სენტ ეტიენი“ ზურიკოს გაყიდვაზე 15-20 მილიონი ევროს შეთავაზებებს განიხილავს, ხოლო უფრო დაბალ ფასზე ყველანაირად ეცდება, რომ ის შეინარჩუნოს.
ფრანგულმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და გუნდთან ერთად დავითაშვილიცაა, რომელიც არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის, ყველაზე ხშირად, „სტრასბურსა“ და „რენს“.
გასულ სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში დავითაშვილმა 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.