გერმანიის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ანტონიო დი სალვოს გუნდმა ნახევარფინალში საფრანგეთი 3:0 დაამარცხა.
გერმანელებს მატჩის სტარტი დიდებული გამოუვიდათ და მე-14 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ. ანგარიში ნელსონ ვეიპერმა გახსნა, ხოლო შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა და ფეხბურთელმა ნიკ ვოლტემადემ გაიტანა. „შტუტგარტის“ ტალანტს უკვე 6 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს ტურნირზე.
ამის შემდეგ საფრანგეთს არაერთი შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ გერმანელთა მეკარე დიდებულად თამაშობდა, რიგ ეპიზოდებში ჟერალ ბატიკლის გუნდს არ უმართლებდა. მატჩის მიწურულს კი, ბრაიან გრუდამ მესამე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გერმანია ფინალში 28 ივნისს, მოქმედ ჩემპიონ ინგლისს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ისინი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 18 ივნისს შეხვდნენ და მაშინ, გერმანიამ 2:1 გაიმარჯვა.