ფეხბურთი

1:20 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" და "ფლუმინენსე" მერვედფინალში

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „დორტმუნდი“ და „ფლუმინენსე“ ითამაშებენ.

გერმანულმა გუნდმა F ჯგუფის ბოლო ტურში „ულსან ჰიუნდაი“ დანიელ სვენსონის გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო პარალელურად, „ფლუმინენსე“ „მამელოდი სანდაუნსს“ უგოლოდ დაუზავდა.

შედეგად, „დორტმუნდმა“ 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, „ფლუმინენსემ“ 5 ქულით - მეორე. „მამელოდიმ“ 4 ქულა დააგროვა და მესამე საფეხურს დასჯერდა, ხოლო „ულსანი“ ტურნირს უქულოდ გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099706