თბილისის დროით 25-26 ივნისის გამთენიისას, მილანის „ინტერმა“ ფიფას საკლუბო მსოფლიო თასის E ჯგუფის მე-3 ტურში არგენტინული „რივერ პლეიტი“ 2:0 დაამარცხა (გოლები: ესპოზიტო 72-ე წთ, ბასტონი 90+3). ფინალური სასტვენის შემდეგ, მეტოქე ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი დაიწყო.
მატჩის ბოლოს არგენტინელი მცველი მარკოს აკუნია რამდენჯერმე შეეჯახა ნიდერლანდელ მოთამაშე დენზელ დუმფრისს. ფეხბურთელებმა სცადეს ჩხუბის წამოწყება, მაგრამ მსაჯებმა ისინი დააშორეს. თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მოედნის გასასვლელთან მასობრივი ჩხუბი მაინც ატეხეს. ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს აკუნიას დამშვიდება სურდათ, დუმფრისი კი გასახდელში გაუჩინარდა.
„ინტერმა“ ჯგუფური ეტაპი შვიდი ქულით დაასრულა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. მისი მეტოქე ბრაზილიური „ფლუმინენსე“ იქნება, რომელიც F ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
ოთხქულიანმა „რივერ პლეიტმა“ E-ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირის გამოეთიშა. უქულო „ურავა რედ დაიმონდსი“ კი ბოლო ადგილზე დარჩა.