ფეხბურთი

12:50 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კივუ „რივერ პლეიტთან“ მატჩის შემდეგ: „მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი საქმე შევასრულეთ. პლეი-ოფში გავედით“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში არგენტინული „რივერ პლეიტთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა. ინტერმა 2:0 მოიგო. იტალიური კლუბიდან გოლები ფრანჩესკო ესპოზიტომ და ალესანდრო ბასტონიმ გაიტანეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი საქმე შევასრულეთ. პლეი-ოფში გავედით. პირველ ტაიმში თამაში ძალიან რთული იყო. მეორეში მატჩს და სათამაშო სივრცეს უკეთ ვაკონტროლებდით. მეტოქის წითელი ბარათის შემდეგ, ჩვენთვის ეს ბევრად უფრო ადვილი გახდა“, - ციტირებს კივუს სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ინტერმა“ (7 ქულა) E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, „რივერ პლეიტმა“ (4 ქულა) კი მესამე.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098846