ფეხბურთი

13:42 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ მბაპეზე ისაუბრა, რომელიც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ გაამხილა, 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე რომელ მატჩში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა კილიან მბაპემ.

„მბაპე? გამიხარდა მისი ვარჯიშზე ნახვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მერვედფინალისთვის მზად იყოს“, - ციტირებს Madrid Xtra ალონსოს სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპე არ შეიყვანეს „რეალის“ განაცხადში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის ავსტრიული ზალცბურგის „რედ ბულთან,“ რომელიც თბილისის დროით ხვალ დილის 5 საათზე გაიმართება ფილადელფიაში.

19 ივნისს მბაპე მწვავე გასტროენტერიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. აღინიშნა, რომ ავადმყოფობის გამო ფეხბურთელმა 4-5 კგ დაიკლო. 25 ივნისს თავდამსხმელმა პირველი ვარჯიში ჩაატარა საერთო ჯგუფთან ერთად.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093064