„რომა“ „ლიონის“ ნახევარმცველის, მალიკ ფოფანას ტრანსფერით არის დაინტერესებული, იტყობინება Corriere dello Sport.
წყაროს ცნობით, რომაელთა სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა „ლიონის“ გუნდს კარგად იცნობს. ის რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება, მათ შორის 20 წლის ბელგიელს. „ლიონის“ ლიგა 2-ში დაქვეითებისს შემდეგ, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შესაძლოა შემცირდეს, რაც „რომასთვის“ საინტერესო იქნება.
ფოფანამ 2024/25 წლების სეზონში „ლიონის“ რიგებში 41 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.