საუდის არაბეთის კლუბის „ალ-ჰილალის“ პრეზიდენტი, ფაჰდ ბინ ნაფელი, შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რათა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ლიონელ მესის „ინტერ მაიამიდან“ საუდურ კლუბში ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წინ წაიწიოს. ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) არგენტინული რადიო Boing 97.3 იტყობინება.
წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ბინ ნაფელმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ხორხე მესისთან, ფეხბურთელის მამასთან და მის წარმომადგენელთან, იმ შეთანხმების განსახორციელებლად, რომელიც გახმაურებული ტრანსფერის დასრულების საშუალებას მისცემს.
აშშ-ში მიმდინარე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე „ინტერ მაიამიც“ „ალ-ჰილალიც“ მონაწილეობენ. „მაიამის“ მეტოქე მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელას „პარი სენ-ჟერმენია.“
38 წლის მესის ფლორიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება.