თამაშგარე

15:23 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა ფეხბურთელებს არ ეშვება

აწუკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ვანდა ნარა ჯერ მაქსი როდრიგესის, შემდეგ კი მაურო იკარდის ცოლი იყო და ყველა იმას იძახდა, ამ ქალს არგენტინელ ფეხბურთელთან კოტრიალის გარდა ცხოვრება ვერ წარმოუდგენიაო, მაგრამ ამას როგორ წესი ხუმრობით ამბობდნენ. როგორც ჩანს ვანდას ფეხბურთელებისადმი ტრფიალება მართლაც დიდი ახირება ყოფილა.

ამასწინათ ერთ-ერთ არგენტინულ ტელეარხთან საუბრისას ვანდამ „სხვათაშორის“ განაცხადა, რომ მისი სარეცელი კვლავ შევსებულია და ამჟამინდელი გულისსწორი ისევ არგენტინელი ფეხბურთელია, რომლის სახელსაც ჯერჯერობთ არ ასაჯაროვებს, თუმცა სულ მალე აუცილებლად გაგვიმხელს.

ამის თქმა იყო და არგენტინის „ყვითელმა“ პრესამ მსწრაფლივ დაიწყო მკითხაობა და იმის გარკვევა თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ვანდას ახალი შეყვარებულ. რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელდა, თუმცა ყველა „სავარაუდო მსხვერპლი“ იფიცება, ვანდა ნარასთან არათუ სექსი არ გვქონია, მაგ დანავსულ ქალს გამარჯობასაც კი არ ვეტყვითო.

თეგებივანდა ნარა
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.176533