მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ თავისი გუნდის ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ნახევარმცველმა ადრე განაცხადა, რომ ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაშავებულ მხარზე ოპერაციას გაიკეთებდა.
„ის ჩვენთვის ძირითად მოთამაშედ დარჩება. მომწონს, რასაც ის მოედნის ცენტრში აკეთებს. ჯუდი ძალიან, ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეა, ამბიციური. ბელინგემი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომელსაც ყოველთვის სურს გაუმჯობესება და გაზრდა.
გავაგრძელებთ მის პროგრესზე დაკვირვებას“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.