ფეხბურთი

17:33 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდა

მილანის „ინტერს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ოთხი ფეხბურთელი ტრავმების გამო გამოაკლდა.

ჰაკან ჩალჰანოღლუ, იან ბისეკი, პიოტრ ჟიელინსკი და ბენჟამინ პავარი საკლუბო მუნდიალზე ვეღარ ითამაშებენ, თუნდაც, „ინტერი“ ტურნირზე ბოლომდე შემორჩეს. შედეგად, ზემოხსენებულმა ფეხბურთელებმა აშშ დატოვეს და იტალიაში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ შეხვდება.

თეგებიინტერი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090434