ფეხბურთი

18:05 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუმ "ალ-ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და არაბულ კლუბში ითამაშებს.

მხარეებმა კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურებოდა, ორი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს. პორტუგალიელის ხელფასი წელიწადში 200 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

„ახალი თავი იწყება. იგივე ვნება, იგივე ოცნება. ისტორია ერთად შევქმნათ“, - დაწერა სოციალურ ქსელში კრიშტიანუმ.

რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლის დასაწყისიდან თამაშობს და 111 მატჩში 99 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 15-ჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა. 40 წლის ფეხბურთელს გაისად მუნდიალზე თამაში სურს, გარდა ამისა, კარიერაში 1000 გოლისკენ მიიწევს, მიზნამდე კი, 62 გოლი რჩება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09473