2022 წლის შემდეგ პირველად, ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა არგენტინელი ხუან პაბლო ფიჩოვიჩი დამაჯერებელად 4 სეტში დაამარცხა.
33 წლის ბასილაშვილმა პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო, ხოლო ბოლო 2 სეტში უკონკურენტო იყო და მეტოქეს 6:2, 6:1 აჯობა. შეხვედრა 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც მსოფლიო რეიტინგის 128-ე ნომერს 65 ვინერსი და 43 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ბასილაშვილი ბადესთან 38-ჯერ გავიდა და 27 ბურთი მოიგო.
ნიკოლოზმა პირველ და მეორე წრეში ესპანელ და ჰონგ კონგელ მეტოქეებს აჯობა. თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე სლემ-ტურნირის ძირითად ბადეში, ხვალ წილისყრის შედეგად გაირკვევა.