ფეხბურთი

19:55 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე მუშაობს

„ნაპოლი“ „ლივერპულის“ თავდამსხმელის დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე მუშაობს.

ანტონიო კონტეს შემადგენლობის გაძლიერება სურს, მათ შორის, რომელუ ლუკაკუსთვის მაღალი დონის კონკურენტის ყოლა, თვალი კი, 26 წლის ურუგვაელს დაადგეს, რომელიც „ლივერპულისთვის“ ხელშეუხებელი ფიგურა არაა.

ინგლისური კლუბის თავდაპირველი მოთხოვნა 65 მილიონი ევროა, მაგრამ „ნაპოლი“ ცდილობს ტრანსფერზე შეთანხმებას უფრო დაბალ ფასად მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ ნუნიესს იტალიურ კლუბში გადასვლა სურს.

დარვინ ნუნიესმა კარიერა „პენიაროლში“ დაიწყო, შემდეგ „ალმერიასა“ და „ბენფიკაში“ ითამაშა, ხოლო 2022 წლიდან „ლივერპულის“ წევრია, რომლის რიგებში 143 შეხვედრაში 40 გოლი აქვს გატანილი.

0.090932