მადრიდის „ატლეტიკო“ ბერგამოს „ატალანტადან“ 22 წლის მარცხენა მცველს, მატეო რუჯერის დაიმატებს.
კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. „ატალანტა“ რუჯერის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.
მატეო რუჯერი „ატალანტას“ აღზრდილია, რომლის რიგებში 109 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, ხოლო იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 16 თამაში აქვს ჩატარებული.