„პიზას“ მთავარ მწვრთნელად ალბერტო ჯილარდინო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ჯილარდინომ ფილიპო ინძაგი შეცვალა, რომელმაც გუნდი 34-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში გადაიყვანა, თუმცა, პოსტი დატოვა და კარიერა „პალერმოში“ გააგრძელა. ასე რომ, „პიზაში“ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ინძაგი იმავე ტურნირის ჩემპიონმა ჯილარდინომ შეცვალა.
ალბერტო ჯილარდინო ბოლოს „ჯენოაში“ მუშაობდა, საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ გასული სეზონის სტარტზე სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვეს.
„პიზა“ სერია A-ში 1991 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.