ფეხბურთი

22:03 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" საქართველოს სუპერთასის ფინალშია

გორის „დილა“ საქართველოს სუპერთასის ფინალში გავიდა. იტალიელი მწვრთნელის, დიეგო ლონგოს დებიუტიც წარმატებული გამოდგა.

ნახევარფინალში „დილამ“ საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ დაამარცხა, რომელსაც 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. მე-19 წუთზე თბილისური გუნდი იური ტაბატაძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ძალიან მალე დეო ბასინგამ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში „დილამ“ უპირატესობა მოიპოვა, რაც გოლებშიც ასახა: 62-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა პენალტით წინ გაიყვანა თავისი გუნდი, ხოლო 79-ე წუთზე შორი მანძილიდან ძალიან ლამაზი გოლი ოთარ ფარულავამ გაიტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

გორის „დილა“ ფინალშია, სადაც „სპაერს“ ან „ტორპედოს“ შეხვდება. ამ გუნდებს შორის მეორე ნახევარფინალი 27 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175239