მიუნხენის „ბაიერნს“ ნიჭიერი გერმანელი ფორვარდის ნიკ ვოლტემადეს დამატება სურს.
როგორც გერმანული Sky იტყობინება, „რეკორდმაისტერმა“ „შტუტგარტის“ თავდამსხმელთან შეთანხმებას მიაღწია და მასთან კონტრაქტის გაფორმებას 2030 წლამდე აპირებს.
თუმცა, ახლა „ბაიერნს“ შეთანხმება „შტუტგარტთან“ მოუწევს, რომელსაც ფეხბურთელის გასაყიდად თავისი პირობები აქვს. შესაბამისად, ყველაფერი „შვაბებთან“ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
23 წლის ვოლტემადემ გასულ სეზონში 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ის ამჟამად ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ბრწყინავს, სადაც 6 გოლით და 3 საგოლე პასით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელია.