ფეხბურთი

9:15 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში "იუვენტუსს" შეხვდება (+VIDEO)

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, გამთენიისას H-ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, სადაც მადრიდის "რეალმა" "ზალსბურგი" მარტივად 3:0 დაამარცხა, ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და მერვედფინალში ტურინის "იუვენტუსს" შეხვდება.

მეორე ადგილზე სიმონე ინძაგის გაწვრთნილი "ალ-ჰილალი" გავიდა, რომელმაც მექსიკური "პაჩუკა" 2:0 დაამარცხა, 5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილით შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე მანჩესტერ "სიტი" იქნება.

გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპი შემდეგმა გუნდებმა დაძლიეს: "პალმეირასი", "ინტერ მაიამი", "პარი სენ-ჟერმენი", "ბოტაფოგო", "ბენფიკა", "ბაიერნი", "ფლამენგო", "ჩელსი", "ინტერი", "მონტერეი", "დორტმუნდი", "ფულუმიენსე", "სიტი", "იუვენტუსი", "რეალი" და "ალ-ჰილალი".

მერვედფინალური მატჩები ხვალიდან დაიწყება, სადაც ორი მატჩი გაიმართება, "პალმეირასი"-"ბოტაფოგო" და "ბენფიკა" - "ჩელსი".

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094819