თამაშგარე

10:00 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მელისა არტისტა გააბრაზეს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არგენტინული „რივერ პლეიტის“ ბედოვლათობა და ჯგუფიდან ვერგასვლა ნამეტანი გულთან მიიტანა „მილიონრების“ თავგადაკლულმა ქომაგმა მელისია არტისტამ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი ფოტო-მოდელი და ინფლუენსერია.

იმდენი გამარჯვება და გახარება ჩვენ, რაც მელისიას თავისი მკერდ-ბარძაყი ლეგენდარულ სტადიონ „ელ მონუმენტალზე“ აქვს გამომზეურებული და ამას თან ისე აკეთებს, რომ რაც შეიძლება ბევრ კაცს დააჭყეტინოს თვალები და სხეულში უცნაური შარიშური გაუჩინოს.

აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც უნდოდა წასვლა, მაგრამ მილიონობით თანამემამულესთან ერთად, თამაშების ცქერა ტელევიზორში მოუწია. ახლა კი წყევლა-კრულვას უთვლის „რივერის“ ხელმძღვანელობას კლუბის საშინელი გარჯის გამო და იქადნება, მე ქალი არ ვიყო, ეს შერცხვენა თუ გაპატიოთო.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094543