ოფიციალურად კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და არაბულ კლუბში ითამაშებს.
მხარეებმა კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურებოდა, ორი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.
ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ახალი კონტრაქტის დეტალები, სადაც ნაჩვენებია, თუ რამდენს გამოიმუშავებს რონალდუ და დამატებით რა ბონუსების აღება შეუძლია.
178 მილიონი ფუნტი წელიწადში ხელფასის სახით.
3.4 მილიონი ფუნტი კვირაში.
"ალ-ნასრის" 15%-იანი წილის მოგება, რაც სავარაუდოდ 33 მილიონი ფუნტია.
24.5 მილიონი ფუნტის ბონუსი, ეს გაიზრდება 38 მილიონამდე, თუ რონალდუ კონტრაქტს მეორე წელსაც გაახანგრძლივებს.
80 ათასი ფუნტი გატანილ გოლზე, რომელიც 20%-ით გაიზრდება კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.
40 ათასი ფუნტი საგოლე გადაცემაზე, რომელიც 20%-ით გაიზრდება კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.
8 მილიონი ფუნტი, თუ "ალ-ნასრი" საუდის არაბეთის პრო ლიგას მოიგებს.
4 მილიონი ფუნტი, თუ პრო ლიგის ოქროს ბურთს მოიგებს.
6.5 მილიონი ფუნტი, თუ "ალ ნასრი" აზიის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
16 ადამიანი შეუწყვეტლივ იმუშავებს რონალდუს და მისი ოჯახისთვის: 3 მძღოლი, 4 დიასახლისი, 2 შეფ მზარეული, 3 მებაღე და 4 დაცვის თანამშრომელი.
4 მილიონი ფუნტის ღირებულების კერძო თვითმფრინავის ხარჯები, რომელსაც კლუბი დაფარავს.
60 მილიონი ფუნტის ბონუსები, რომლებსაც კლუბი სპონსორებიდან დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლის დასაწყისიდან თამაშობს და 111 მატჩში 99 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 15-ჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა. 40 წლის ფეხბურთელს გაისად მუნდიალზე თამაში სურს, გარდა ამისა, კარიერაში 1000 გოლისკენ მიიწევს, მიზნამდე კი, 62 გოლი რჩება.