ფეხბურთი

11:56 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიოკერეში და "მანჩესტერი" შეთანხმებასთან ახლოს არიან

შვედმა თავდამსხმელმა ვიქტორ გიოკერეშმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც ცნობილი გამოცემა Mirror-ი იტყობინება, მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლეს და შეთანხმებასთან ახლოს არიან.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის სურვილია რუბენ ამორიმთან კიდევ ერთხელ იმუშაოს და "წითელ ეშმაკებში" გადასვლაზე თანახმაა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის უკან ვიქტორ გიოკერეშმა "სპორტინგის" დირექტორს განუცხადა, რომ კლუბში აღარ ითამაშებდა და ვარჯიშზე თანაგუნდელებსაც დაემშვიდობა.

გიოკერეშის გადაბირებით "მანჩესტერის" გარდა, დაინტერესებულია "არსენალი" და ტურინის "იუვენტუსი".

შეგახსენებთ, რომ გიოკერეში "სპორტინგის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 54 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087595