27 წლის ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. მამუჩაშვილმა ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ქუთაისელ გულშემატკივარს პირობა მისცა, რომ მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა კლუბმა წარმატებას მიაღწიოს.
"აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, მინდა მადლობა გადავუხადო "ტორპედოს" იმ დაფასებისთვის და ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინა.რა თქმა უნდა, მიზანი ჩემპიონობაა, სხვა ვარიანტი არც განიხილება. პირადად მე ვპირდები ქუთაისელ გულშემატკივარს, რომ ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები მოედანზე, რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს, როგორც ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე."
ცნობისთვის, ქუთაისის "ტორპედომ" მამუჩაშვილის კონტრაქტი ტირასპოლის "შერიფიდან" გამოისყიდა, რომლის რიგებსაც ქართველი ფეხბურთელი გასული წლის ზაფხულს შეუერთდა. მან კლუბთან ერთად მოლდოვის თასი მოიგო, ხოლო 24 შეხვედრაში 10 გოლით და 6 საგოლე პასით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ მამუჩაშვილს საქართველოში „იბერიასა“ და „დინამო ბათუმის“ რიგებში აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით დღემდე 12-ჯერ ითამაშა.