რუდ ვან ნისტელროი "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ინგლისური კლუბმა დაადასტურა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "მელიები" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა, თუმცა გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. როგორც ცნობილია, ნისტელროის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე ჰქონდა.
როგორც "ლესტერის" განცხადებაშია ნათქვამი, კლუბი ნისტერლოის შემცვლელის ძიებაშია და გულშემატკივარი ყველაფერს უახლოეს მომავალში გაიგებს.
შეგახსენებთ, რომ 48 წლის რუდ ვან ნისტერლოის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "პსვ"- ში და "მანჩესტერში" დროებით მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.