ჩოგბურთი

14:18 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს, სადაც მისი პირველი მეტოქე იტალიელი ლორენცო მუზეტი იქნება (ATP 7).

2022 წლის შემდეგ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველად იასპარეზებს, ქართველმა ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრა მოიგო. ნიკოლოზმა პირველ და მეორე წრეში ესპანელ და ჰონგ კონგელ მეტოქეებს აჯობა, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში არგენტინელი ხუან პაბლო ფიჩოვიჩი დამაჯერებელად 4 სეტში დაამარცხა.

ცნობისთვის, ბასილაშვილს კარიერის განმავლობაში მუზეტის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია, საიდანაც ერთხელ იმარჯვა, ხოლო ერთ შემთხვევაში მოგება იტალიელს დარჩა. ბასილაშვილი-მუზეტის დაპირისპირება 30 ივნისს საქართველოს დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.

0.097056