ფეხბურთი

14:55 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პაოკში" ლუკა გუგეშაშვილი წარადგინეს და მის კონკურენტს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

სალონიკის „პაოკში“ ლუკა გუგეშაშვილი წარადგინეს. ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ მარტში დადასტურდა, როდესაც ქართველმა მეკარემ ბერძნულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ახლა გამოცხადდა, რომ ის „პაოკში“ 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ფანებს სოციალური ქსელების მეშვეობით ვიდეორგოლით წარუდგინეს.

ლუკა გუგეშაშვილი „პანსერაიკოსში“ გასულ ზაფხულს აზერბაიჯანული „ყარაბაღიდან“ გადავიდა და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა, რომლის მაისურით სუპერლიგაში 33-ჯერ. მას „იაგელონიაში“, „დინამო თბილისში“, „დილაში“, „ბიალა პოდლასკაში“, „გრანადაში“, „დილასა“ და „ყარაბაღში“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრი 2023 წლიდან მუდმივადაა, თუმცა ჯერ მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„პაოკი“ საბერძნეთის მოქმედი ჩემპიონია, სულ ეს ტიტული ოთხჯერ აქვს მოგებული 1976, 1985, 2019 და 2024 წლებში, ხოლო 8-ჯერ საბერძნეთის თასს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ "პაოკმა" ასევე ოფიციალურად დაადასტურა ჩეხ მეკარესთან, ირჟი პავლენკასთან კონტრაქტის განახლება, რომელსაც "ვერდერში" თამაშის 7-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097103